pmtc@pmtc.org.ge (+995) 599 15 68 63
თავდაცვის სამინისტრომ გაყინული ხორცის შეძენა უფრო ძვირად მოახერხა, ვიდრე ახალი ხორცის.

თავდაცვის სამინისტრომ გაყინული ხორცის შეძენა უფრო ძვირად მოახერხა, ვიდრე ახალი ხორცის.
ეს არის შედეგი იმ არაკვალიფიციური მიდგომების (რომ არ ვთაქვათ იმპორტიორების ინტერესების და საეჭვო გარიგებების), რომლებიც დღეს ჯარისკაცების კვებით მომსახურეობაში ფიქსირდება! ჩვენს ჯარისკაცებს არ ეკუთვნით ახალი ხორცი?
ეს ერთი, და მეორე:
პირიქითაც რომ იყოს და ახალი ხორცი თუნდაც 1 ლარით ძვირად შესყიდულიყო, არ ღირს ჩვენი სოფლის მეურნეობის განვითარება?
არ ღირს, ქართველი მეწარმე და გლეხი რომ დასაქმდეს?
ვინმე ფიქრობს ამაზე?
ჩვენ ეჭვი გვეპარება.
ან რამდენად ადეკვატურად გეჩვენებათ, რომ ახალი ხორცი უფრო იაფია, ვიდრე გაყინული ხორცი?
მაგრამ როდესაც ქვეყანაში კორუფციაა და კორუმპირებული ჩინოვნიკები დილიდან საღამომდე ხელის მოთბობას ცდილობენ, იქ განვითარების დრო არ რჩება!

20645419_115211842427947_2163354086208972248_o

20729042_115211822427949_1549240589042853816_o