pmtc@pmtc.org.ge (+995) 599 15 68 63
დავხუროთ კორუფციის ყველა „ღია კარები“ !!!

კორუფცია, ხელისუფლების სხვადასხვა შტოებში, არა მარტო ფინანსურად, არამედ მორალურად ანგრევს საზოგადოებას და ხელს უშლის მის დემოკრატიულ განვითარებას. მსოფლიოში უამრავი მაგალითი არსებობს ქვეყნების, რომლებიც ათწლეულობის განმავლობაში იღებენ ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებებს, მაგრამ ვერ ვითარდებიან და ამის ერთერთი მთავარი მიზეზი კორუფციაა.
სამწუხაროდ საქართველოს მთავრობას არა აქვს პოლიტიკური ნება ებრძოლოს კორუფციას, უფრო მეტიც ის თვითონ არის დაავადებული ამ ვერაგი სენით.
ირლანდია, რომელმაც მოახდინა, მართლაც ეკონომიკური სასწაული და დაძლია 2 უდიდესი კრიზისი, უახლოეს ისტორიაში, სწორედ სამტავრობო ხარჯების შემცირების, კორუფციასთან ბრძოლით და სწორი ეკონომიკური პოლიტიკით გამოირჩევა.
მსოფლიოს შესთავაზა ცნობილი, ე.წ. „დახურული კარების“ (Closed Door“) პრინციპი, რაც ძალიან მარტივი გასაგებია.
წარმოიდგინეთ, ჩვენ ვიმყოფებით ოთახში, ზამთრის პირობებში და ოთახში გვაქვს გათბობის სისტემა. კარები და ფანჯრები კი ღია გვაქვს. ოთახი არ თბება. ვუწევთ და ვუწევთ გათბობას, ვხარჯავთ უფრო მეტ და მეტ ენერგიას და შედეგი 0-ის ტოლია. გაავლეთ პარალელი და წარმოიდგინეთ, რომ დახარჯული ენერგია ეს არის წვალებით და შრომით შექმნილი ჩვენი ბიუჯეტი, რომელიც ივსება ისედაც გაღატაკებული მოსახლეობის გადასახადებით, ბიზნესიდან შემოსული თანხებით, აგრეთვე უცხოური ინვესტიციებით და აღებული ვალებით, რომელსაც ჩვენს შთამომავლობას ვუტოვებთ გადასახდელად. ყველა შრომა ფუჭი იქნება თუ არ დავხურავთ ამ კარებებს და ფანჯრებს, ეს არის კორუფცია!!!
საშუალო განვითარების დონის ქვეყნებში ისეთი როგორიცა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, ეს კარებები დახურულია, ქვეყნები ასე თუ ისე ვითარდება, მაგრამ მათი კარებები არის ძველი, ხის მასალისგან დამზადებული და მაინც ატარებს სითბოს. ხოლო ყველაზე მდიდარ ქვეყნებში კი ის დაგმანულია კარგად, მეტალოპლასმასის ჰაერგაუმტარი შუშებით. ამ შემთხვევაში ერთი სანთელიც კი საკმარისია ოთახის გასათბობათ.

დავდგეთ ერთად, ერთად გამოვუცხადოთ ბრძოლა კორუფციას. ჩვენ ხომ ვიცით და ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობები იცვლებიან და ჩვენ წინ ვერ მივდივართ, ეს იქნება მანამ სანამ არ ვისწავლით კონტროლს და მონიტორინგს მთავრობების. ყველაზე კარგ მთავრობასაც „გავაფუჭებთ“, თუ არ იქნება საზოგადოების აქტიურობა და კვალიფიციური, კონსტრუქციული, წარმატებაზე ორიენტირებული კონსტრუქციული დიალოგები მთავრობასთან და მათი კონტროლი.
ეს პროცესი დაწყებულია, რასაც ბოლოდროინდელი საზოგადოების აქტიურობა მიუთითებს.
არ დავიღალოთ და მივიყვანოთ საქმე ბოლომდე. მოვთხოვოთ ჩვენს ხარჯზე მცხოვრებ მთავრობის ჩინოვნიკებს, რაციონალურად და ეკონომიურად ხარჯონ ბიუჯეტი!!!