pmtc@pmtc.org.ge (+995) 599 15 68 63
მინისტრი გახარია-“მაფიოზი” თუ ცუდი მენეჯერი?

 

 

 

როგორც თქვენთვის ცნობილია ჩვენი ორგანიზაცია აწარმოებს კორუფციის დიდი რისკის შემცველი ხელშეკრულებების მონიტორინგს. წარმოგიდგენთ ერთერთი მსხვილი სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაციის, ეკონომიკის სამინისტროს ( მინისტრი გიორგი გახარია), ერთერთი უწყების, ტურიზმის ადმინისტრაციის ხელშეკრულებებს.
რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ გადავცეთ სამართალდამცავ ორგანოებს და ჟურნალისტებს, ყველა ხელშეკრულება და ამონაწერი კომპანიების შესახებ, რათა მათ აწარმოონ დამოუკიდებელი ჟურნალისტური გამოძიება და ჩვენ მათ გავუწევთ ყველა დონეზე პროფესიულ კონსულტაციებს.
ჩვენ და ჟურნალისტები, როგორც დაინტერესებული პირები დავადგენთ, თუ რა კავშირებია ამ კომპანიებსა და მინისტრ გახარიასა და მთავრობის სხვა წევრებს შორის. დაგვერწმუნეთ, რომ ეს კავშირები სრულიად ნათელია.
ხელშეკრულებების უმეტესი ნაწილი დადებულია ტენდერების გარეშე, იმ მომსახურეობაზე, რომლებიც წლობით ადრეა ცნობილი, რომ უნდა შესყიდულ იქნას სამინისტროს მიერ. კერძოდ, საქმე ეხება საზღვარგარეთ ბაზრის კვლევასა და ტურისტების მოზიდვის სარეკლამო კამპანიას. ამ მომსახურებას ეკ. სამინისტრო შეისყიდის დაწყებული 2013 წლიდან და ხელშეკრულების დადებამდე საკმაოდ დიდი ხნით ადრე, ცნობილია ამის შესახებ. მიუხედავად ამისა, კანონის შესაბამისი მუხლით, სახელმწიფო შესყიდვების კანონის, მე-10 პრომა მუხლის, მე-3 პუნქტის, დ ქვეპუნქტით „აპრავებენ“ ტენდერების არ ჩატარებას და იდება გამარტივებული ხელშეკრულებები, წლობით ერთი და იგივე კომპანიებთან.
მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზიით, პრესით, სოციალური ქსელებიდან უამრავჯერ მივმართეთ ეკონომიკის სამინისტროს, ჯერ კიდევ ნოემბერ-დეკემბერ-იანვარში, რომ დაიწყეთ ტენდერები, ჩაატარეთ ტენდერები, შედეგი არის ნულის ტოლი.
შეგნებულად მიიყვანეს, გაწელეს დრო, აიღეს ნებართვები და გააფორმეს მათთვის სასურველ კომპანიებთან ხელშეკრულებები.
შეგახსენებთ კანონის ზემოაღნიშნულ მუხლს, რომლის გამოყენებითაც იფლანგება 100-ობით მილიონობით ლარი, არა მარტო ეკონომიკის სამინისტროში, არამედ თითქმის ყველა შემსყიდველ ორგანიზაციაში:
„სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით შესყიდვების განხორციელება დადგინდა საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტების ან/და ავტონომიური რესპუბლიკების ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების სახსრებით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების შემთხვევაში.“
ამ მუხლის გამოყენება, იმ შესყიდვების გამარტივებულად განსახორციელებლად, რომლებიც სულ ცოტა თვეების წინ არის ცნობილი არის კანონის უხეში დარღვევა. ამას ხელს უწყობს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, რომელიც გასცემს ამ ნებართვებს და საქართველოს მთავრობა, რომელიც შეგნებულად, ხელს უწყობს თანხების ფლანგვას და მაღალი რისკის კორუფციული ხელშეკრულებების დადებას.

გთავაზობთ ზოგიერთ კომპანიასთან დადებულ მსგავს ხელშეკრულებებს.
შპს „დიჯითალ ედს“ ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2015-2017 წლებში გაუფორმა უტენდეროდ, ჯამში 11 000 000 ზე მეტი ლარის ხელშეკრულება. ქვევით გთავაზობთ ცხრილის სახით ამ ხელშეკრულებებს წლების მიხედვით.

შემსყიდველი ორგანიზაცია კონტრაქტორი შესყიდვის თანხა შესყიდვის თარიღი შესყიდვის ობიექტი
ტურიზმის ადმინისტრაცია შპს „დიჯითალ ედს“ 2`568`600 23.03.2017 სარეკლამო კამპანიის წარმოება
აჭარის ტურიზმის ადმინისტრაცია შპს „დიჯითალ ედს“ 1`500`000 03.05.2017 სარეკლამო კამპანიის წარმოება
ტურიზმის ადმინისტრაცია შპს „დიჯითალ ედს“ 5`126`000 08.04.2016 სარეკლამო კამპანიის წარმოება
ტურიზმის ადმინისტრაცია შპს „დიჯითალ ედს“ 582`250 29.10.2015 სარეკლამო კამპანიის წარმოება
ტურიზმის ადმინისტრაცია შპს „დიჯითალ ედს“ 1`203`750 24.09.2015 სარეკლამო კამპანიის წარმოება
ტურიზმის ადმინისტრაცია შპს „დიჯითალ ედს“ 299`184 06.05.2015 სარეკლამო კამპანიის წარმოება
ჯამი შპს „დიჯითალ ედს“ 11 279 784 2015-2017

გვინდა აღვნიშნოთ, რომ ბიუჯეტი მტკიცდება წინა წლის შემოდგომის საპარლამენტო სესიაზე და შესაბამისად ეს ხარჯები უკვე ცნობილია და 3-6 თვის შემდეგ ტენდერის არ ჩატარება, დაგვერწმუნეთ საკმაოდ ბევრ კითხვებს აჩენს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მინისტრი გახარია აგრძელებს, და საკმაოდ ეფექტურად, იმ გაფლანგვების და კორუფციის დიდი რისკის მატარებელი ხელშეკრულებების გაფორმებას, რაც მისმა წინამორბედებმა „დააკანონეს“.
წელს აგრეთვე გაფორმდა ხელშეკრულებები, მინისტრი გახარიას ხელდასმითა და ნებართვით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და სხვადასხვა უცხოურ თუ ადგილობრივ კომპანიებს შორის:

შემსყიდველი ორგანიზაცია კონტრაქტორი შესყიდვის თანხა შესყიდვის თარიღი შესყიდვის ობიექტი
ტურიზმის ადმინისტრაცია LLC Allians Mediaჩეხეთი 1`970`600 USD 20.03.2017 სარეკლამო კამპანიის წარმოება
ტურიზმის ადმინისტრაცია ООО «Эдвайзор Медиа»რუსეთი 205`992 USD 03.02.2017 სარეკლამო კამპანიის წარმოება
ტურიზმის ადმინისტრაცია ООО «Эдвайзор Медиа»რუსეთი 214`170 USD 03.02.2017 სარეკლამო კამპანიის წარმოება
ტურიზმის ადმინისტრაცია შპს ვებერი 1`677`600 GEL 23.03.2017 სარეკლამო კამპანიის წარმოება
ტურიზმის ადმინისტრაცია შპს ტოპ გრუპი 280`800 GEL 23.03.2017 სარეკლამო კამპანიის წარმოება

რა თქმა უნდა ამ ხელშეკრულებებზე არ დაიწყებს გამოძიებას არც პროკურატურა, არც ანტიკორუფციული სამსახური და არც შსს-ში. ჩვენ მზად ვართ გადავცეთ ყველა ხელშეკრულებები, ამონაწერები კომპანიების შესახებ ჟურნალისტებს, რათა მათ აწარმოონ დამოუკიდებელი ჟურნალისტური გამოძიება და ჩვენ გავუწევთ მათ ყველა დონეზე პროფესიულ კონსულტაციებს.
ჩვენ და ჟურნალისტები გავაკეთებთ იმ საქმეს, რაც არის ძალოვანი სტრუქტურების გასაკეთებელი და დავადგენთ თუ რა კავშირებია ამ კომპანიებსა და მინისტრ გახარიასა და მთავრობის სხვა წევრებს შორის!!!